ლექცია-სემინარი ” ბუნება და მომავალი თაობა”

P1050678
2015 წლის 16 თებერვალს ასპინძის რაიონი სოფელ ზველის საჯარო სკოლაში ჩატარდა მცირე გრანტის „ ჯანმრთელი გარემოს“ ფარგლებში დაგეგმილი ლექცია-სემინარი თემაზე „ბუნება და მომავალი თაობა“. ლექცია-სემინარი ჩატარდა კლუბის წერების ინიციატივით. ორგანიზება კი გაუწია სამოქალაქო კლუბის წევრმა ნ.დიასამიძემ.
ლექციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია დღევანდელი ბუნების ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, თუ რა დიდი როლი აკისრია ბუნებას მომავალი თაობის ჯანსაღი გარემოს შექმნისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის დირექტორმა მაგდანი ლაცაბიძემ და დაინტერესებულმა მასწავლებელმა.
ლექციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაასახელეს წამოჭრილი პრობლემები და ყველა მონაწილემ გამოთქვა თავისი სუბიექტური აზრი თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება.

პროექტების ეფექტური მართვა

https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/hphotos-ak-xaf1/v/t1.0-9/s720x720/10885205_770163259741105_570839375144977079_n.jpg?oh=eee6892206bc4e5279a870685b834d53&oe=5522A317&__gda__=1432755570_a8bda5796f6ef69bb7d6f10fa7416f11
2014 წლის 5 დეკემბერს „ ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში“ პროგრამა „ მომავლის თაობა“-ს ფარგლებში ჩატარდა მცირე გრანტების წერის ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის, სოფელ გურკელისა და სოფელ მუსხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და კლუბის წევრები. ტრენინგის თემატიკა იყო პროექტების დაგეგმარება და ეფექტური მართვა.

საინფორმაციო ბანერის დამონტაჟება სოფ. რუსთავის ცენტრში

1469878_630867963670636_1780720808913629943_n
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ.რუსთავის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა მცირე გრანტების პროოგრამის ფარგლებში 2014 წლის 2 მაისს სოფლის ცენტრში დაამონტაჟეს საინფორმაციო ბანერი. ვინაიდან პროექტი ითვალისწინებდა თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ტერიტორიის გამოყოფა და ბანერის დამზადბა უზრუნველყო სოფლის ტერიტორული მოწყობის რწმუნებულმა ბ-ნმა არჩილ კახაძემ, რომელმაც კლუბის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო აღნიშნული ბანერის დამონტაჟებაში. როგორც ბატონმა არჩილმა აღნიშნა მიესალმება ახალგაზრდების ინიციატივას, რადგან ისინი ფიქრობენ სოფლის უკეთეს მომავალზე. ახლგაზრდებს დახმარება გაუწიეს აგრეთვე პედაგოგებმა და მშობლებმა. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა კი კლუბის წევრებს გადასცეს საინფორაციო დაფა, რომელიც სკოლის ფოიეში განთავსდა.

1613870_630868413670591_7939855169409540409_n Continue reading

“ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო განათლებას”

1609803_621890511235048_3485722215664259454_n

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი სმადის საჯარო სკოლაში 11 აპრილს ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: “ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო განათლეას”.
სოფელი სმადის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს სტუმრად მოწვეული ყავდა სოფ.არლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი. ინტელექტუალური თამაშში მონწილეობა მიიღო ორმა
გუნდმა ,,იმდი“ და ,,მეგზური“ თამაში ჩატარდა ორ ეტაპად, პირველი ეტაპი მოიცავდა
კითხვებზე პასუხების გაცემას ,,კითხვარები მომზადებული იყო დამხმარე სახლმძღვანელოებიდან “ ხოლო მეორე ეტაპი იყო “მუსიკალური ლიგა” სადაც სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ფონოგრამაზე შეასრულეს ,,საბავშვო და ცნობილი სიმღერები კინოფილმებიდან”. Continue reading

“ მომავლის ბაღი”

სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში 2014 წლის 26 მარტს ქ.ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში პროექტი „მომავლის ბაღი“ განხორციელდა. აღნიშნული ღონისძიება სოფელ ჭობისხევის საჯარო სკოლის ეზოს გამწვანებას გულისხმობდა, რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობის მხარდაჭერითა და ამავე სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების, პარტნიორი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის, ახალქალაქის N1, N3 საჯარო სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების მონაწილეობით განხორციელდა.
1978710_621500751274024_5129165577939348773_n
Continue reading

ტრენინგი თემაზე „ პროექტის წერა და მართვა“


21 მარტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს მცირე გრანტების პროექტის კოორდინატორმა მეგი ბერიძემ ჩაუტარა ტრენინგი თემაზე“ პროექტის წერა და მართვა“ტრენინგის მიზანს: ტრენინგის მონაწილეთათვის საგრანტო ტერნინოლოგიის გაცნობა-შესწავლა, რეგიონისათვის სპეციფიური და საჭირო თემატიკის კვლევა, საგრანტო განაცხადის შევსების, ბიუჯეტისა და განხორციელების გეგმის შედგენის შესწავლა, სხვადასხავა სტრუქტურებთან თანამშრომლობის სწავლება წარმოადგენდა. ტრენინგის დაწყებისას “ტვინის შტურმის“ მეთოდით ტრენინგის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს ტერმინების შესახებ: გრანტი, პრობლემა, მიზანი, დონორი, ბენეფიციარი, განხორციელების გეგმა, ბიუჯეტი, თანამონაწილეობა, პოტენციური მხარდამჭერი. მათ ზუსტი განმარტება მიეწოდათ აღნიშნულ ტერმინებთან დაკავშირებით. ტრენინგის მონაწილეებმა გამოკვეთეს მათი თვალსაზრისით რაიონისათვის სპეციფიური და საჭირო თემები. ორ ჯგუფად გაყოფილმა ახალგაზრდებმა იმუშავეს თემებზე:ჯანსაღი ცხოვრება და ეკოლოგია. შერჩეული კონკრეტული სფეროების მიხედვით შეიმუშავეს პროექტები. ჯგუფებმა აღწერეს პროექტი. განსაზღვრეს პრობლემა, მიზანი, შედეგი, დაასახელეს პოტენციური მხარდაჭერები. შეიმუშავეს ბიუჯეტი და განხორციელების გეგმა. თითოეულმა ჯგუფმა შეადგინა შემუშავებული პროექტების ნახატი.

„სპექტაკლი საზოგადოებას“


ბორჯომის N3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა შემოიერთეს მეგობრები და ჩამოაყალიბეს საყმაწვილო თეატრი ,,თეატრონი“. მათვე მოამზადეს თამაზ ჭილაძის პიესის ,,ჩიტების ბაზარი“ მიხედვით სპექტაკლი, დასმა ითანამშრომლა ქალაქის გამგეობასთან, ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანასთან, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრთან მოიპოვა ფინანსები და აჩვენა შთამბეჭდავი წარმოდგენა. პრემიერა გაიმართა ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში. მეორე ჩვენება განკუთვნილია სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობისთვის, ხოლო შემდეგი სეანსი გაიმართება ღია ცის ქვეშ, ნებისმიერი მსურველისათვის.
მოსწავლეთა ეს ინიციატივა გაშუქდა ადგიობრივი ტელევიზიით და გაზეთით. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლე– ახალგაზრდობაში შემოქმედობითობის განვითარებას და თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენებას.

ტრენინგი ტოლოშის საჯარო სკოლაში

6 ივნისს ტილოშის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.ტრენინგის მიზანი იყო კლუბის წევრებისათვის ონლაინ რეჟიმში საგრანტო აპლიკაციის შევსების სწავლება, განხორციელების გეგმის, ბიუჯეტისა და თანადაფინანსების დოკუმენტაციის მომზადება. ტრენინგს უძღვებოდა მცირე გრანტების პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი მეგი ბერიძე.993509_462503360507098_863163730_n

პროექტი „ ახალგაზრდა ჟურნალისტი“-ს პრეზენტაცია

2013 წლის 11 მარტს ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა და ჯგუფის ლიდერებმა მოაწყეს მცირე გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ ახალგაზრდა ჟურნალისტი“-ს პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს 4 თვიან თანამშრომლობას ადგილობრივ „ტელე-რეადიო კომპანია მეცხრე არხთან“. ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა ნინო ნადირაძემ მოწვეულ ახალციხის #2, #5, #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს გააცნო იმ სიუჟეტების თემები, რომლებიც ერთობლივად უნდა მოამზადონ ჟურნალისტებთან და ოპერატორებთან ერთად. მომზადებული სიუჟეტების ნახვის შესაძლებლობა ექნება 150000- მდე მაყურებელს. ახალციხის #2 საჯარო სკოლის მოსწავლემ აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო იქნება საზოგადოებაში არსებული პროებლემების კვლევა, რომელიც ერთ-ერთი სიუჯეტის თემაა და პრობლემების მოგვარების გზების ძიება ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. ასევე მოძიებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის გაცნობა.
ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა კი აღნიშნეს:
„ჩემი აზრით ეს პროექტი იქნება მდგრადი, რადგან მომზადებული სიუჟეტები დაარქივდება და მომავალ თაობებს ექნებათ საშუალება გაეცნონ სიუჟეტებს, რათა მათ უკეთ შეძლონ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეების კეთება“- თამარ გოგოლაური.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, რაც ჩვენ დაგვეხმარება იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც გამოიკვეთება პროექტის მსველობის დროს“- აღნიშნავს მარი მიქელაძე.