ახალციხეში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ახალგაზრდული რეგიონალური ფორუმი ჩატარდა

25 იანვარს, ქალაქ ახალციხეში,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II  კორპუსში  პროგრამა „მომავლის თაობა“-ში ჩართული პარტნიორი საჯარო სკოლის მოსწავლეებისა  და მასწავლებლთა მონაწილეობით ახალგაზრდულ ფორუმი გაიმართა.img_4781

ფორუმის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ადგილობრივი თემის საჭიროებების გამოვლენა, გადაწყვეტილებების მქონე პირებთან ერთად  პრობლემის მოგვარების გზების მოძიება.

რეგიონალური ფორუმი ქართულ და სომხურ ენაზე მიმდინარეობდა და ორი ნაწილისაგან შედგებოდა, პირველ ნაწილში სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები 4 ჯგუფად გადანაწილდნენ. ჯგუფებს ფასილიტატორობას პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სამოქალაქო განათლების პედაგოგები უწევდნენ. ჯგუფის ლიდერებმა სპეციალური კონვერტებიდან აირჩიეს აქტუალური სფეროები: ტურიზმი, გარემოს დაცვა, ინტეგრაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაიწყეს ჯგუფებში პროექტის ჩამოყალიბება.

ფორუმის მეორე ნაწილი მოიცავდა თითოეული ჯგუფიდან არჩეული მოსწავლეების მიერ პროექტების წარდგენას აუდიტორიის წინაშე, დასაც მოწვეულები იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები, როგორც პროექტების პოტენციური მხარდამჭერები. პრეზენტაციების ბოლოს ოთხმა პროექტმა, ეგრეთ წოდებული სტიკერების დახმარებით მხარდამჭერთა ხმები მოიპოვეს, რაც გულისხმობდა  თითოეულ წარმომადგენელისაგან თანამშრომლობას.img_4627

  • ადგილობრივი ა/ო „ტოლერანტი“ დირექტორმა ცირა მესხიშვილმა ინტეგრაციის ჯგუფის წევრები მიიწვია საკუთარ ორგანიზაციაში და სატრენინგო დარბაზის უსასყიდლოდ დაუთმობას დაპირდა.
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ სისვაძემ ოთხივე საპროექტო იდეა მოიწონა, ჩინიშნა არსებული პრობლემები, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად. გარემოს დაცვის თემაზე მომუშავე ჯგუფს კი სოფელში ნაგვის გატანას და სკოლის ტერიტორიებზე სანაგვე ბუნკერების განთავსების საკითხის მოგვარება დაპირდა.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე მომუშავე ჯგუფს, ახალქალაქის გამგეობის წარმომადგენელი ამირბეგიან ოგანესი სპორტული ღონისძიებების გასამართვად ახალქალაქის სპორტული დარბაზის უსასყიდლოდ დათმობა შესთავაზა.
  • ტურიზმის ჯგუფის წევრებს ა/ო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენელმა თამარ თუმანიშვილმა სამცხე-ჯავახეთის ტურისტული მარშუტების რუკას დაპირდა, რომელიც თებერვლის თვეში დაიბეჭდება. აღნიშნული რუკებით სამოქალაქო კლუბის წევრები შექმნიან ტურისტულ საინფორმაციო ბუკლეტებს. ახალციხის საკრებულოს წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ისტორიული ღისშესანიშნაობების მისათითებელ ბანერებთან დაკავშირებული პრობლემა  ახლო მომავალში მოგვარდება.
  • სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ახალციხეში, გულო კოხოძე მოსწავლეებს სკოლებში არსებული დაბინძურებული სასკოლო გარემოს და არასათანადო ინფრასტრუქტურის შესახებ, სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან ოფიციალური წერილის  დაწერაში და გაგზავნაში დაეხმარება.
  • საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის დირექტორმა ბატონმა ნუგზარ თათეშვილა აღნიშნა, რომ „ახალგაზრდულ ფორუმში ქართული და სომხურენოვანი სექტორის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრების ერთიანი მუშაობა ჯგუფებში, არამარტო მოსწავლეთა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ეს ინტეგრაციაც არის. “img_4636

ფორუმზე შემუშავებული პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები. აგრეთვე მობილიზება გაუკეთდება ქალაქში, სოფელში, თემში, რიონში არსებულ ყველა საჭირო რესურსს და დაიგეგმება პროექტების განხორციელება. Continue reading

22 მარტს მთელი მსოფლიო „მსოფლიო წყლის დღეს“ აღნიშნავს

წყლის საერთაშორიო დღის აღნიშვნა თავისდროზე 1993 წელს გარემოსა და განვითარების კონფერენციაზე (UNCED) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ იყო რეკომნდირებული . ამავე წელ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე ეკოსისტემების არსებობისთვის. გაეროს ექსპერტების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის ერთ მეექვსედს სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება.1993 წლიდან მოყოლებული ამ დღეს წყალთან დაკავშირებული ერთი გარკვეული თემა აერთიანებს. 2012 წელი – უსაფრთხო წყალი და საკვები, 2013 წელი – წყლის მარაგების კოოპერაცია, 2014 წლის თემა კი წყალი და ენერგიაა.

რეგიონალური კონფერენცია „მსოფლიო ქალთა ისტორიები“

DSCN9457
2016 წლის 16 მარტს სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში რეგიონალური კონფერენცია „მსოფლიო ქალთა ისტორიები“ გამართა.
სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წამოადგინეს რეგიონალური კონფერენციის თემები “მსოფლიო ქალთა ისტორიები”. რეგიონალურ კონფერენციაზე მოხდა იმის ხაზგასმა, რომ საქართველო ჯერ კიდევ XII საუკუნეში იყო გენდერული თანასწორობის ქვეყანა. კლუბის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაციები, იმ ქალბატონებზე რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მსოფლიოში: მარო მაყაშვილი, ელენე ახვლედიანი, თამარ მეფე, ჟანა დარკი, დედა ტერეზა, დედოფალი დაიანა, ჟურნალისტი ნაზი შამანაური, მარგარეტ ტეტჩერი, დედაDSCN9470 ტერეზა, ნონა გაფრინდაშვილი, ვალენტინა ტერეშკოვა, ანჯელინა ჯოლი, ესტელა ლაუდერი, კლარა ცეტკინი, ქეთევან დედოფალი და სხვ. DSCN9455
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის, ზიკილიის, ფერსის, გურკელის, მუსხის, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსა და ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (სულ 22 ) წარმოდგენილი იქნება 10 საკონფერენციო თემა.
კონფერენციაზე ახალგაზრდები ადგილობრივ წარმატებულ ქალებსაც (გულო კოხოძე- საქართველოს სახალხო დამცველის საკონტაქტო პირს სამცხეში , ირმა მერაბიშვილი-ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მარინა მოდებაძე-დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე, რუსუდან გვარამაძე-ტელეკომპანია მეცხრე არხის ჟურნალისტი შეხვდნენ და მათი წარმატების ისტორიები მოისმინეს, რომლებმაც მათ გაუზიარეს საკუთრი გამოცდილება. DSCN9452
შეხვედრის დასასრულს კონფერენციის მონაწილეებს სიმბოლურად სერთიფიკატები გადაეცათ. ხოლო ყველაზე აქტიურ სკოლებს გადაეცათ საკანცელარიო ნაკრები.DSCN9482

„დროა ვიცოდეთ და ვუზრუნველყოთ უსაფრთხო გზები!“

https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xfl1/v/t1.0-9/s720x720/12239601_979637255460370_5364269785128439505_n.jpg?oh=e2488dfd635bb271a54c5a4f1a65b608&oe=56D63456სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით, რომელიც მსოფლიოში ნოემბერის თვის მესამე კვირას აღინიშნება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს, საორგანიზაციო სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გურამ გიკაშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა “საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის შესახვედრად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსს ბატონ გიორგი ნასყიდაშვილს მიმართა წერილით, რათა სკოლის მოსწავლეებს შეხვედროდა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოდან წარმომადგენელი, რომელიც გააცნობდა ინფორმაციას საგზაო უსაფრთხოების შესახებ საქართველოში მოქმედ კანონთან დაკავშირებით.https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/hphotos-ak-xfp1/v/t1.0-9/s720x720/12274479_979642745459821_7345817314597746760_n.jpg?oh=6131a32e9fd8c7adaac304aa75234b4e&oe=56F21625&__gda__=1458784277_17151bd545eae1c831ceca47bd7c190a
წერილზე თანხმობის შემდეგ დაიგეგმა საჯარო ლექცია, სადაც მოსწავლეები უსაფრთხო და მოხერხებული გადაადგილებისთვის, რამდენიმე მარტივ წესებს გაეცვნენ; არ გადაირბინო გზაჯვარედინზე, ქუჩაზე გადასვლისას არ მოადუნო ყურადღება, ქუჩაზე გადასვლისას თავი შეიკავე ყურსასმენების გამოყენებასა და ტელეფონით საუბარზე, ნუ იქნები იმის იმედად, რომ მოახლოებული მანქანის მძღოლი შეგამჩნევს და დაამუხრუჭებს, დაელოდე მანქანის გააჩერებას, მხოლოდ შემდგომ გადაჭერი ქუჩა, საღამოს საათებში, ხილვადობის გასაუმჯობესებლად, ჩაიცვი ნათელი შეფერილობის ტანსაცმელი, ისარგებლე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელით. Continue reading

„კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღე“

https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/hphotos-ak-xlt1/v/t1.0-9/s720x720/12072731_957019601055469_3211243328181331136_n.jpg?oh=c90cb2bd4c1b0576b8a403aa51e1571a&oe=56C96F1F&__gda__=1456696835_f68d98d0749e78a66521bff5e310a9e7
ა.წ. 13 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, სამოქალაქო პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სასკოლო სამოქალაქო კლუბების მონაწილეობით, „კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღე“-სთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
სამცხე-ჯავახეთში აღნიშნული ღონისძიება პირველად აღინიშნა. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით პარტნიორი საჯარო სკოლების ახალციხის მუნიციპალიტეტის (სოფელ გურკელის, ფერსის, სვირის, ზიკილიისა და მუსხის), ასპინძის მუნიციპალიტეტის (სოფელ ზველის) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის (სოფელ ვარევანის, ოკამისა და ხულგუმოს) საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა ისაუბრებს საკუთარ თემში არსებულ კატასტროფების კერებზე და პრობლემის მოგვარების თავიანთ ხედვები წარმოადგინეს.
https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xpa1/v/t1.0-9/s720x720/12105991_957019781055451_7460272901436327230_n.jpg?oh=c08f7f8749a0f35045d6ceac3df649b8&oe=56C4CE0A
ღონისძიება ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ გახსნა, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენა კატასტროფების რისკების შესახებ. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოწვეული სპეციალისტებმა ისაუბრეს კატასტროფის კერებზე საქართველოში და აღინიშნავენ სახელმწიფოს როლზე კატასტროფების შემცირების რისკების აღმოსაფხვრელად. Continue reading

„ერთი დღე უავტომობილოდ“

https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xta1/v/t1.0-9/12106714_953846621372767_6426081210163532905_n.png?oh=e71d0d4abbf27d78463c1b01f1aeba3d&oe=56943B1A
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ტარდება აქცია ”ერთი დღე ავტომობილის გარეშე”. სწორედ ამიტომ 2015 წლის 22 სექტემბერს ახალქალაქს მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა „გენიოსები“ მოუწოდეს მოსახლეობას არ გადაადგილდნენ ავტომობილებით, რითიც კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოების თუ როგორ აიცილონ ყურადღებას საწვავის გამონაბოლქვიდან მიყენებული ზიანი.
„ჩვენ თანასოფლელებს მოვუწოდებდით ერთი დღე იმოძრაონ ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან აქციის მიზანია დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან. ადამიანები ავტომობილების გამონაბოლქვის ნეგატიურ ზეგავლენაზე უნდა დაფიქრდნენ და ალტერნატიული გზა გამოძებნონ.“ – ამბობს აქციის მონაწილე სამოქალაქო კლუბის წევრი .

ხულგუმოს სოფლისა და ახალქალაქის შორის არსებული ხეობის საავტომობილო გზის დასუფთავება

https://fbcdn-photos-b-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpt1/v/t1.0-0/p180x540/12088058_953309124759850_1502516415662213083_n.jpg?oh=70f9e59f88833c4b34495e909bfaf1c5&oe=56D1ACD6&__gda__=1451523568_15beaf99c85cc3639bdd0b8ddd7242bb
2015 წლის 5 ოქტომბერსახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა “გენიოსები” დასუფთავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაასუფთავეს სოფელი ხულგუმოსა და ახალქალაქის შორის არსებული ხეობის საავტომობილო გზის ორივე მხარარე.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა სოფლის ტერიტორიისა და ცენტრალური გზის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გასუფთავებას. სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ.
“სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოვასუფთავეთ ჩვენი სკოლის ეზო, გავწმინდეთ ველურად ამოსული ბალახებისგან , შემდეგ კი გადავინაცვლთ ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გავასუფთავეთ სავალი გზის ნაპირები. ნარჩენების გატანა კი უზრუნველყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა. “- ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ “გენიოსები”-ს ლიდერი ანუკა ჩივჩიან.
https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpt1/v/t1.0-9/q83/s720x720/12074705_953308334759929_1204767757584790635_n.jpg?oh=02c8efa0a71119e84976f6c5047276fd&oe=5695BFEE&__gda__=1455606810_b323bef1de85b4c8e0e87d32e239e4b7

,,სოციალური კვლევის მეთოდები“

პროგრამა ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში 2015 წლის 23 სექტემბერს ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში სოფ. სვირის, სოფ. ზველი, სოფ. ზიკილიის და სოფ. გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: ,,სოციალური კვლევის მეთოდები“ .კლუბის წევრები გაეცნენ სოციალური კვლევის მეთოდებს , ისწავლეს გამოკითხვის სხვადასხვა ტიპები, და დაგეგმეს საჭიროების კვლევის ჩატარება თავიანთ თემში სოციალური პრობლემების გამოსავლენათ.https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xla1/v/t1.0-9/s720x720/10660175_949008998523196_5829874615064443493_n.jpg?oh=3040f45e31eeed72cdc89a67f8a87379&oe=568AC86B

“დღე – ავტომობილების გარეშე”

https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xap1/v/t1.0-9/s720x720/10347094_943887259035370_7108029231321549207_n.jpg?oh=b036ec5ac86181742fc43f14b999cb61&oe=569ADE7F
2015 წლის 22 სექტემბერს ქალაქ ახალციხეში ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის პარტნიორი და არაპარტნიორი საჯარო სკოლის მოსწავლეების, მოხალისეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედიისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მონაწილეობით, „დღე ავტომობილის გარეშე ” – ამ სახელწოდებით საინფორმაციო აქცია მოეწყო.https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xta1/v/t1.0-9/s720x720/12047118_943889832368446_7949476803919903471_n.jpg?oh=2d13454e961c051de3a9d3cab2e3a089&oe=569D1CDB
„ძალიან საიტერესო დღეა, ეს დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება. აქციის მიზანია ადამიანები ავტომობილების ნეგატიურ გავლენაზე და ალტერნატიული საწვავის გამოყენებაზე დააფიქრონ. დღეს მე აქციის მონაწილე ვარ და მოქალაქეებს მოუწოდებ; ორბორბლიანი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმოძრაონ.“ – ამბობს აქციის მონაწილე ა/ო დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე.
„დღე ავტომობილის გარეშე“, მსვლელობა დღის მეორე ნახევარში 15:00 საათზე დაიწყო სადგურის მიდებარე ტერიტორიიდან ცენტრალურ პარკამდე. „ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში ბორდიურებზე, ტრანსფარანტებით ვმოძრაობდით. მოვუწოდებდით მოსახლეობას, ამ დღეს ემოძრავათ მანქანის გარეშე, ისინი ვინც არ იყო ფეხით, სოლიდარობის ნიშნად მწვანე ლენტები დავუმაგრეთ ავტომობილებს.“ – ამბობს ახალციხის კერძო სკოლის მე-9 Continue reading