“ მომავლის ბაღი”

სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში 2014 წლის 26 მარტს ქ.ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში პროექტი „მომავლის ბაღი“ განხორციელდა. აღნიშნული ღონისძიება სოფელ ჭობისხევის საჯარო სკოლის ეზოს გამწვანებას გულისხმობდა, რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობის მხარდაჭერითა და ამავე სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების, პარტნიორი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის, ახალქალაქის N1, N3 საჯარო სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების მონაწილეობით განხორციელდა.
1978710_621500751274024_5129165577939348773_n

სამოქალაქო განათლების პედაგოგის ელენე გოგოლაძის, ბანაკის მონაწილე პედაგოგის ია ქოზაშვილის ორგანიზებით და კლუბის ლიდერების, სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილის ტრისტან სამსონაშვილის თაოსნობით სოფელ ჭობსხევის სკოლის მიმდებარე ტერიტორია გამწვანდა, რომლისათვისაც ფიჭვის ნერგები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობის სამსახურმა გადასცა. პროექტით გათვალისწინებით მწვანე მონასტერის ტერიტორიზე ფოლკლორული საღამო შედგა, სადაც მონაწილე სკოლის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი ერის კულტურა სიმღერებით და ცეკვებით, ასევე ერთობლივად შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები.
10250143_621502427940523_9047889226375558035_n

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც პროექტის განხორციელებისათვის ორგანიზაციული წვლილი შეიტანეს. ასევე, ჭობისხევის საჯარო სკოლის დირექცია, პარტნიორი საჯარო სკოლების ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლა, ახალქალაქის #1 და #3 საჯარო სკოლის სკოლებიდა სოფელი ჭობისხევის რწუნებული პავლე მეხრიშვილი, რომელიც სოფელ ჭობისხევის სამოქალაქო კლუბს მუდამ მხარდაჭერას უწევს.
10254023_621501331273966_4531328684838165762_n

10256849_621504107940355_4998955459439687326_n

Leave a comment