“ქართულ-სომხური ძმობა”

10259328_621504701273629_2818975095762516841_n
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი დამალის სომხურენოვან საჯარო სკოლაში 2014 წლის 8 აპრილს, 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით “ქართულ-სომხური ძმობა”, რაც გულისხმობდა ტრაგიკული დღის 9 აპრილის გახსენებას.
ღონისძიების ორგანიზატორი სოფელ დამალის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და სამოქალაქო კლუბი „მერკური“ იყო, თუმცა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღო, როგორც სამოქალაქო კლუბის წევრებმა ასევე სხვა მოსწავლეებმა მშობლებმა და თემის წარმომადგენლებმა, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები და ისტორიული ფაქტები გაიხსენეს.
„დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ პატივს მივაგებთ ამ საშინელ დღეს დაღუპულ გმირებს. ეს დღე საქართველოს ტკივილად რჩება”. – აღნიშნა სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მარინა ბროიანმა.

„ქართველო მეგობრებო, ჩვენ სომხები საუკუნეების განმავლობაში თქვენს გვერდით ვიყავით, ვართ და ვიქნებით!“ – აღნიშნული სიტყვებით და თემასთნ შესაბამისი სურათებით კლუბის წევრებმა კედლის გაზეთები მოამზადეს, რომელიც დამალის საჯარო სკოლაში გამოიფინა.
ღონისძიების მიზანი იყო სამოქალაქო კლუბის წევრებს გაეთავისებინათ, და წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ, 9 აპრილს დაღუპული გმირებსათვის.

Leave a comment